ცხადდება კონკურსი 2023-2024 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრში პროგრამის „სახელმწიფო სტიპენდიები სტუდენტებს” ფარგლებში სტიპენდიის მოსაპოვებლად.
შეიცვალა სტიპენდიების მინიჭების კრიტერიუმები, წესი და სტიპენდიის ოდენობა.
Tsu.ge-ზე, მითითებულ ბმულზე ყურადღებით გაეცანით კონკურსში მონაწილეობის ახალ წესს (დანართი1)!
სტიპენდიის მისაღებ კონკურსში მონაწილეობისთვის დოკუმენტაცია წარმოადგინეთ თსუ-ს III კორპუსი 107 ოთახში.
დოკუმენტაციის წარმოდგენის ვადები:
2023 წლის 05 დეკემბერი 14:00 საათიდან 11 დეკემბრის 13:00 საათამდე.
დოკუმენტები მიიღება 09:00 საათიდან 17:00 საათამდე.
წინასწარი შედეგების გამოქვეყნება 11 დეკემბერი 18:00 საათამდე.
აპელაცია 12 დეკემბერს 11:00 საათამდე.
აპელაციის განცხადებას გზავნით ფაკულტეტის კანცელარიის ფოსტაზე chancellery.pes@tsu.ge
კონკურსში არ მონაწილეობენ პირველი და დამატებითი სემესტრის სტუდენტები.
სტუდენტმა უნდა წარმოადგინოს:
- პირადობის მოწმობის ასლი
- საბანკო ანგარიშის ამონაწერი (საქართველოს ბანკიდან)
- 2022-2023 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრის (2023 წლის 06 თებერვლიდან 2023 წლის 06 აგვისტოს ჩათვლით):
- სოციალურად მოწყვლადი ჯგუფისადმი მიკუთვნებულობის დამადასტურებელი დოკუმენტაცია, ასეთის არსებობის შემთხვევაში
- სამეცნიერო და სტუდენტურ კონფერენციებში მონაწილეობის დამადასტურებელი დოკუმენტაცია, ასეთის არსებობის შემთხვევაში
- ოკუპირებული ტერიტორიაზე ბინადრობის დამადასტურებელი დოკუმენტაცია, ასეთის არსებობის შემთხვევაში
- სასწავლო სტუდენტურ აქტივობებში მონაწილეობის დამადასტურებელი დოკუმენტაცია, ასეთის არსებობის შემთხვევაში
განცხადების ფორმას და ამონაწერს სასწავლო ბარათიდან მოგაწვდით ადგილზე.
გისურვებთ წარმატებებს!